ნანა ჩხარტიშვილის პროექტი–"ნურიგელის ტბა"

Monday, December 23, 2013

დღე 9:

შაბათს ყველაფერი შევაჯამეთ... ბლოგი დავხვეწე... მოსწავლის ნიმუში რეალურია და ეს მახარებს... თორნიკემ ნურიგელის ტბის ანალიზზე იმუშავა.ბუკლეტიც დაამზადა. მართლაც ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგზე...თუმცა თოკას ბუკლეტი დასახვეწია... არასწორად აკრიფა და აქ აირია...:დ

Sunday, December 15, 2013

დღე 8:

ძალიან ცუდი ამინდია!!!! ცივა... წვიმს და მე მაინც ტრენინგზე მოვედიიიი.....
იმედია მოვასწრებ პროექტის დასრულებას,ისე როგორც მე მინდა. ამაში კი გვანცას ტრენინგები დამეხმარება!.... 

Saturday, December 14, 2013

დღე 7:

დღეს ძალიან ცივააააააააააა..... მიუხედავად ამისა აქტიურად ვიმუშავეთ:მოცემული მოდული დამეხმარა შემეჯერებინა დაგეგმილი სამუშაოები შეფასების სისტემებისთვის.
რათა პროექტზე მუშაობა ყველა მოსწავლისათვის ერთნაირად საინტერესო და აქტიური იყოს.იძლეოდეს ცოდნის მაქსიმუმს.

Sunday, December 8, 2013

დღე 6:

დღეს გავეცანით 4 და 5 მოდულს.სასწავლო ნიმუშების შექმნა არც ისეთი ადვილია , როგორც მეგონა! :)  ეს ყველაფერი კი კარგია და საჭირო,მაგრამ ბევრ შრომას მოითხოვს!
სკოლაში როდისღა ჩავატარო 24 საათი? ! მადლობა გვანცა ))

Saturday, December 7, 2013

დღე 5:

დღევანდელი მოდული დამეხმარა შემესწავლა ბლოგში სხვადასხვა საინტერესო ოპერაციები.ასევე ელფოსტა,ონლაინჩატი;ინტერნეტ თანამშრომლობა.  ძალიან დავიღალე მუშაობით!!! ... კიდევ საშინაო დავალებაო....!!!

Sunday, December 1, 2013

დღე 4:

დღეს არ ველოდით ინტერნეტს და დაგვხვდა ..

ძალიან გამიხარდა! დღეს დავხვეწე პროექტის გეგმა. გავაკეთე ჩემი თემის პრეზენტაცია Power  Point-ში.
უკეთ გავიაზრე შეფასების სქემები და შევარჩიე ჩემი თემის შესაბამისი.

მოვამზადე დროში გაწერილი შეფასების სქემა. ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.


Saturday, November 30, 2013

დღე3: დღეს ინტერნეტი არ გვქონდა,მაგრამ მუშაობაში დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე.შევარჩიე და დავხვეწე პროექტისათვის კითხვები და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები.ხვალ ნოუთბუკს წავიღებ ჩემი შრომის გასაადვილებლად... :D

Sunday, November 24, 2013

დღე 2:

პროექტის იდეები გავაანალიზეთ-შევაჯამეთ.
დღეს ძალიან კარგი რამ ვისწავლეეეე! ბროშურის მომზადება! 
თურმე Word-ს რამდენი შესაძლებლობა ჰქონია!
ძალიან მომწონს ჩემი ტრენერთან ურთიერთობა-ის თავისუფალი და უშუალო ადამიანია და ყველაფერს ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნის.
მომწონს ეს ტრენინგი.მი8ხარია,რომ აქ მოვხვდი.... -)) მიუხედავად იმისა რომ კერძო სკოლაში ვმუშაობ!

Saturday, November 23, 2013

დღეს 23 ნოემბერ,როცა უნდა ვისვენებდეთ,ვარ ტრენინგზე...
და "პროექტებით სწავლებას " ვსწავლობ. ეს გრძელვადიანი ტრენინგი გაგრძელდება 21 დეკემბრის ჩათვლით.
დამაინტერესა ტრენერის მოკლე მონახაზმა იმის შესახებ,თუ რას შევისწავლით.
მოკმწონს მასთან მუშაობა და იმედი მაქვს ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივა.